პოლიტიკა
ქუთაისში ექიმები ცხინვალში დაკავებული კოლეგის მხარდამჭერ აქციას გამართავენ
FaceBook
დღეს, 12 საათზე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმები ცხინვალში დაკავებული კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

თბილისში მცხოვრები და მომუშავე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დააკავეს. თუმცა ექიმი, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ქართულ მიწაზე იმყოფება. 


დაკავებულ ქართველ ექიმს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.


Print