პოლიტიკა
"შევუერთდებით პროტესტს მატყუარა ხელისუფლების წინააღმდეგ" – თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან
FaceBook
დღეს, 17 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
საპროტესტო აქციაზე მხარადასაჭერად  ქალაქიდან დაახლოებით 700 კაციანი ჯგუფი უკვე გავიდა. 

"დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ სამოქალაქო საზოგადოებამ,  პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა საერთო სახალხო პროტესტს შევუერთდეთ მატყუარა ხელისუფლების წინააღმდეგ", –  ამბობს სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი გველესიანი. 

თბილისში აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტთან 15:00 საათზე იკრიბებიან.

"პატრიოტთა ალიანსი" აქციას ე.წ. რესპუბლიკის მოაედანზე გამართავს.




დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკურმა პარტიებმა არასამთავრობოებმა რათა საერთო სახალხო პროტესტს შეუერთდეთ მატყუარა ხელისუფლების წინააღმდეგ რომელიც გაიმართება თბილისში პარლამენტთან 15 საათზე
Tekle
Print