პოლიტიკა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართება
FaceBook
დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 22 აპრილს, ქუთაისში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად პლასტმასის ნარჩენებისგან გაასუფთავებენ მდინარე რიონის ნაპირებს.
აქცია 12:00 საათზე, რამდენიმე ადგილას დაიწყება - ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, მუხნარის ტყეში და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ახალგაზრდობის გამზირი #98).

ორგანიზატორები მოსახლეობას პლასტმასის ნარჩენებისგან დასუფთავების აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

აქცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა" ფარგლებში ხორციელდება.
Print