ბლოგები
"საკუთარი ხელით ვშლით ქალაქის ისტორიულ კვალს" - ხვიჩა ვაშაყმაძის ვიდეობლოგი
FaceBook
ქუთაისში ახალი ობიექტების მშენებლობა, მიმდინარე რეკონსტრუქცია რიგ შემთხვევაში ქალაქის არქიტექტურის ცვლილებას და შესაბამისად, საზოგადოების ნაწილის პროტესტს იწვევს.

თუმცა, აღნიშნული პროცესები საზოგადოების მხრიდან ფართო განხილვის და დისკუსიის მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, თვეში ერთხელ, ქუთაისიპოსტი გთავაზობთ ვიდეობლოგებს.

იმისათვის, რომ მოხდეს ქალაქის ხელახალი გააზრება, ბლოგის მოწვეული ავტორი ქუთაისის ქუჩებში ისაუბრებს ქალაქზე, კონკრეტულ შენობაზე, კონკრეტულ არქიტექტურულ ღირებულებაზე. რა იკარგება და რა ემატება ქალაქს?

მორიგი ვიდეობლოგის ავტორია ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე - "ხმის ამოღების მაგიერ, დუმილს ვირჩევთ. ქუთაისის ისტორია, ისტორიის საკუთრება ხდება"..

Print