ბლოგები
ეკა კუხალაშვილის ბლოგი – რა ბედობა, რის ცრურწმენები! – მთავარია გაგება!
FaceBook

არსებობს რწმენა (ან ცრურწმენა), რომ როგორადაც შეხვდები ახალ წელს ისეთი იქნება მთელი წელი. ეს რწმენა/ ცრურწმენა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ქართულ ეროვნულ რწმენა-წარმოდგენათა შორის. ქართული მოსახლეობიდან თითქმის ასპროცენტანი მიმდევარი და აღმსრულებელი ყავს. ყველა ცდილობს ახალი წლის ღამეს საუკეთესო განწყობა შეიქმნას, საამისოდ დიდი ხნით ადრე ემზადება, არ ზოგავს თანხებს (თუკი ასეთი რამ გააჩნია), რომ პოზიტივი დაიბედოს.
დაბედებების ციკლს აგრძელებს და ამყარებს 2 იანვრის ბედობა, საბოლოო წერტილ უსვამს და საკონტროლო თარიღად იქცევა 15 იანვრის ძველი კალენდრის ბედობა. მოკლედ დაბედებული ვერსად გაიქცევა. ამიტომ გულმოდგინედ შეარჩიეთ და გაარკვიეთ სად და როგორ შეხვდებით ახალ წელს და მითუმეტეს ბედობას.
თუკი ახალს წელს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შეხვდით ან დარაჯი ხართ, ან პარლამენტის მოჩვენება, ან უბრალოდ ამდენი არ უნდა დაგელიათ. ქუთაისში პარლამენტის ყოფნის იდეას ბედი, ხოლო იდეის მოწინააღმდეგეებს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაც არა აქვთ. ჰოდა, ამდენი რამის არქონა არც თქვენ წაგადგებათ სასიკეთოდ, კარგს ვერაფერს დაიბედებთ, ამიტომ სასწრაფოდ მოუსვით მაქედან.
თუკი ახალ წელს ოცნების რეჟიმში შეხვდით, ფრთხილად იყავით, რადგან "ოცნების რეჟიმიდან" შეიძლება მხოლოდ "რეჟიმი" ახდეს.
თუკი ახალ წელს თბილისში, სოლოლაკში რამდენიმე მილიონად შეფასებულ მინებიან სახლში შეხვდი, სავარაუდოდ პინგვინი ხართ და ახლა თქვენზეა დამოკიდებული რამდენად გაამართლებთ გამონათქვამს (რომელიც ფრინველებს მიეწერებათ) – "ოქროს გალიას თავისუფლება ჯობიაო". ეს მოსაზრება არ მუშაობს ადამიანებში, ვნახოთ როგორ იმუშავებს პინგვინებში.
ახალ წელს აშშ-ში ლიბერთი-აილენდზე თავისუფლების დეკლარაციითა და ჩირაღდნით ხელში თუ შეხვდით, მაშინ დროა სიმართლეს თვალებში ჩახედოთ და შეეგუოთ იმ აზრს, რომ მწვანე ბარათი კი არ მოუციათ, არამედ უბრალოდ ქანდაკება ხართ და მომავალი ათასწლეული ზუსტად ამ ადგილზე ამ მდგომარეობაში მოგიწევთ ახალი წლის შეხვედრა.
თუკი ახალ წელს თვლით, რომ მეზობლები ყველაზე კეთილი ხალხია, შენი ბოსი გამგები და ლამაზი, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავა და იბერიაც გაბრწყინდება, გამოდის ალკოჰოლზე უფრო განსხვავებული რაღაც მიგიღიათ, ამიტომ ჯობია ეს შეხედულებები შენთვის შეინახო მარიხუანას დეკრიმინალიზაციამდე, თორემ ამან КПЗ – ს დაბედება იცის.
თუკი ახალ წელს მოსკოვის ნაცვლად ლენინგრადში სხვის ბინასა და საწოლში შეხვდით ან მსახიობი ანდრეი მიაგკოვი ხართ, ან ბოლოსდაბოლოს გამორთეთ ეს ოხერი ტელევიზორი.
და საერთოდ რა ბედობა და რის ახალი წლის ცრურწმენები, მთავარია გაგება!
ასე რომ ბარსა ჩემპიონ! და გაუმარჯოს გრავიტაციას!
ეკა კუხალაშვილი

Print