ბლოგები
"ოსკარი" ოქროსი მეგონა, შავი ყოფილა! - ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ამერიკიდან
FaceBook
ორი საათის წინ დასრულდა "ოსკარების" დაჯილდოება ლოს-ანჯელესში და მას ეხმიანება ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ამერიკიდან



ერთ-ერთი უცუდესი ოსკარის გახსნა, რაც კი მინახავს...

პოლიტიკა ყოველთვის იჭრებოდა ამ სცენაზე, მაგრამ ასეთი დოზის რასიზმი, თან ამ კონტექსტში, და 21-ე საუკუნეში, - პირველად ვნახე.
"disgusting" - ასეთი სიტყვაა ინგლისურში.

მე ქართულად მოვერიდები ამ ყველაფრისთვის სახელის დარქმევას, რადგან უზრდელობა ჩემი ზნე არაა.

წლევანდელი საღამო შავკანიანს მიყავდა.

შარშან, ელენისგან განებივრებულები, სასწაულს მოველოდით.

იცი, რა უსამართლობაა, შავმა ან თეთრკანიანმა მიაღწიოს "ოსკარის" წამყვანობას, 85 მილიონი მაყურებელი უყურებდეს მის ბოდიალს და მაინც უსამართლოდ დაიჩივლო, რომ შავებს ბედი არ წყალობს, აქაოდა, რასიზმი მეფობს აკადემიაშიო, და მთელი მონოლოგი ამაზე ააწყო.

სიმართლე თუ გინდა - ისინი ისევ  წინა საუკუნეში დარჩნენ!

თორე მე ვგიჟდები მორგმან ფრიმანზე, დენზელ ვაშინგტონზე; მაბოდებს ჰალი ბერიზე; ვიტირე ფორესტ უითაქერის შესრულებულ როლზე "მსახურში"; ოპრაზე და ვუპიზე ჩემი აღტაცება შორს წაგვიყვანს...

ამით, წამყვანმა, და ყველა იმათმა, ვინც ეს ტექსტი წაიკითხა, მე კი არ მომაყენეს შეურაცხყოფა, არამედ, ჰეტი მაკდანიელს, "ქარწაღებულის" შავკანიან მსახიობს, მის სულს, ჯერ კიდევ 1939-ში რომ მიიღო ოსკარი.

დავანებოთ თავი, ჰოლუვუდის ბულვარი შავკანიანთა ვარსკვლავებით რომაა სავსე, ოსკარზე საჩივარი როგორ შეიძლება დაგცდეს, როცა ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ოსკაროსანები არიან: სიდნი პოითერი, ჯემი ფაქსი, ლუის გასეტი, ჯენიფერ ჰადსონი, ოქტავია სპენსერი, შარშანდელი ოსკაროსანი ლუპიტა ნაიონგი...
სულ 35-მდე ოსკარი მოვთვალე, - 35-მდე მათში აღმოჩენილი ნიჭიერება.

"ჯადა პინკეთ სმითმა ბოიკოტი გამოუცხადაო ოსკარსო, რასიზმიაო ოსკარზეო".

ნეტავ ჯერაც მისი მეუღლეა ვილ სმითი? 250 მილიონი წლიური შემოსავლით და ოთხი გრემით? თუ ჩემი მეგობრის, მარინესი?

2009 წლის ნობელის ცერემონიაზე არავის დაუბლოკავს ჯადას სიმღერა?

32 ფილმშიც გაუხსნეს კარი... ცხრა უმაღლესი ჯილდოც მის ანგარიშზეა. ეს მაშინ, როცა ჰოლივუდს ჯერაც არ აღმოვუჩენივარ მე - თეთრკანიანი ქუთაისელი, არცთუ უნიჭო.

გულისამრევი იყო წამყვანის, ქრის როკის კომენტარი "ხსოვნის ბლოკის" წარდგენისას, როცა დაამატა: ხსოვნა იმ შავკანიანებისო, ვინც კინოში მიდიოდნენ და პოლიციელებმა ესროლესო.

და ამას ვისმენ რამოდენიმე საათის შემდეგ იმ ტრაგედიიდან, როცა დღეს, გამთენიისხანს, 48 წლის ქართველი ბესიკ შენგელია, საკუთარ მანქანასთან მდგომი ქვეითი მოსიარულე, ქვინსში მანქანამ გაიტანა და მიიმალა.
და 30 წუთი ოსკარის ტრიბუნიდან მესმის წარსულის მონოლოგები.

მე არ ვიცი, რომელი "შავი ისტორიის თვეში" ვცხოვრობთ ახლა, მაგრამ "ოსკარი", ვიცოდი რომ არც თეთრი იყო, არც შავი, - მე ოქროსი თუ ოქროსფერი მეგონა.
და მისმა სიშავემ გადაფარა ლეონარდოსთან ურმით მისული სამართალიც, გაგა-ბაიდენის უძლიერესი მესიჯიც და ვატიკანის შემაზანზარებელი ფილმიც ჩემი პროფესიის სიდიადეზე.

ერთმანეთს შევხვდებით მომავალი წლის 26 თებერვალს!
Print