ბლოგები
მედიის მხარდაჭერით მიღებული შედეგი - შოთა გაფრინდაშვილის ვლოგი
FaceBook
სამოქალაქო აქტივისტებს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობასა და მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

მათი აქტიური ჩართულობითა და მედიასთან თანამშრომლობით, მოსახლეობისთვის საჭირო არაერთი საკითხი უკვე გადაიჭრა.

ამის მაგალითი იყო ჭიათურაშიც, სადაც წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა და საკითხის მედია გაშუქების შემდეგ განხორციელდა.

„ძალიან მძიმე ვითარება იყო სასმელ წყალთან დაკავშირებით. გვინდოდა, ეს პრობლემა გადაგვეწყვეტა, ამიტომ ჩავატარეთ წყლის ლაბორატორიული კვლევები, ასევე სოციოლოგიური კვლევა. ამ უწყინარ თემაზეც კი გააქტიურდნენ ტროლებიც, თუმცა საბოლოოდ, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით, გამოიყო რამდენიმე ათეული მილიონი და დაიწყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. მივაღწიეთ იმას, რომ ჭიათურაში სასმელი წყალი არის სუფთა. აქ მედიის როლი იყო გადამწყვეტი“,- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი შოთა გაფრინდაშვილი.

მასალა მომზადებულია ტელეკომპანია „იმერვიზიის“ მიერ, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.

კამპანიას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში "ქუთაისიპოსტი" ახორციელებს.


Print