ბლოგები
"გონიერი ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობს" - ინგა მაღრაძის ვლოგი
FaceBook
სამოქალაქო აქტივისტებს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობასა და მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

ისინი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას სხვადასხვა ფორმით უპირისპირდებიან.

როგორია მათი თვალით დანახული პრობლემები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას და რა შეიცვლება შესაძლო ცენზურის პირობებში – ამ საკითხებზე სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ინგა მაღრაძე საუბრობს.

„მგონია, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება - ეს არის დემოკრატიის ძირითადი პრინციპი და მყარად დასაცავი იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ჩვენ უკეთესად ვიყოთ.
ჩვენ გვჭირდება მომავალი განვითარება. ამისთვის, არ უნდა მივცეთ საშუალება არაგონიერ ხელისუფალს, რომ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს და ცენზურა დაგვიწესოს.

დამოუკიდებელი მედია – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებისა და ხალხის ხელში. ამიტომ ცდილობს ხელისუფლება არ ითანამშრომლოს, არ აქციოს პარტნიორად, რადგან არ სურს, თვალი გაუსწოროს იმ პრობლემებს, რომლებიც მისი მმართველობის პროცესშია“,- ამბობს ინგა მაღრაძე.

მასალა მომზადებულია "ჩემი ხარაგაულის" მიერ, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.

კამპანიას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში "ქუთაისიპოსტი" ახორციელებს.

Print