ბლოგები
ეს გრძნობა სხეულს მკვებავად მიეწოდება - კობა ნოზაძის ბლოგი
FaceBook
ქუთაისიპოსტის რუბრიკა "მოქალაქე ჟურნალისტი - თავისუფალი ბლოგი"

მოქალაქე ჟურნალისტი ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტკის სპეცილაობის მე-4 კურსის სტუდენტი კობა ნოზაძე გახლავთ:

და მაინც რა არის სიყვარული?
ეს გრძნობა თითოეული პიროვნების გულში იდებს ბინას და სხეულს მკვებავად მიეწოდება. ზოგს ბედნიერებას ჩუქნის, ზოგსაც გულს სტკენს და სიცოცხლის უნარს აკარგვინებს, მაგრამ ის მაინც ღვთიურია, უფლისგან ბოძებული ნიჭი.

და მაინც რა არის სიყვარული? სიყვარული ვნებაა და ვნებაცაა, ხორცისა და სულის გამოძახილი ერთად სინთეზში აღებული. ეს მოთხოვნილებაა.

და მაინც რა არის სიყვარული? თანაგრძნობაა? ურთიერთპატივისცემაა? დიახ, ორივე ერთად. როცა გიყვარს პატივს სცემ, უთანაგრძნობ, მის გვერდში დგახარ და ყველაფერს აკეთებ მისთვის, მისი ძლიერებისთვის, მისი მხნეობისთვის, მისი ბედნიერებისთვის.

და მაინც რა არის სიყვარული? ეს სითბოა, ალერსია, ჩახუტებაა, რაც საბოლოოდ ბედნიერებას ანიჭებს ადამიანის გულს. მის სულს ააფორიაქებს და დადებითი ემოციებით გამოიმზირება ადამიანის სახეზე, მის თვალებში, თვალებში, რომელიც პიროვნების სულის სარკეა.

და მაინც რა არის სიყვარული? სიყვარული ერთგულებაა. თუ გრძნობ, მაშინ არც უნდა დაკარგო, უნდა გაუფრთხილდე, უნდა უერთგულო, მისთვის მებრძოლი უნდა გახდე.

დიახ, სიყვარული ბრძოლაცაა, ტკივილიცაა. თუ გსურს და თუ გულს უნდა, მაშინ უნდა მოიპოვო, უნდა დაეუფლო მას, არსად არ უნდა გაუშვა, ისე ჩაეხუტო, რომ შენი გულის სითბო გადასცე, ისე მოეფერო, რომ შენი ემოციები აგრძნობინო. ისე დაელაპარაკო, რომ შენი სული მის სულს შეერწყას, ისე გააბედნიერო, რომ ზეციურ სამოთხეში ეგონოს თავი.

და მაინც რა არის სიყვარული? სიყვარული ყველაფერია, ყველა მოკვდავი მას სხვანაირად შეიგრძნობს და მისებურად უფრთხილდება.

სიყვარული ისაა, რაც უფალმა ადამიანს ტკბილ, განუმეორებელ და არაჩვეულებრივ ტვირთად დაუწესა.
Print