ახალი ამბები
ბელორუსის მოხალისეთა ბატალიონი უკრაინელებთან ერთად იბრძოლებს
FaceBook
ბელორუსის მოხალისეთა ბატალიონი ოფიციალურად უერთდება უკრაინის სამხედროებს.

ინფორმაციას ტელეგრამ არხი kyivindependent ავრცელებს.

მე-19 საუკუნის ბელორუსი მწერლისა და რევოლუციონერის, კასტუს კალინუსკის სახელობის ბატალიონის წევრებმა ფიცი დადეს და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდნენ.

"ბელორუსიის ისტორიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, კასტუს კალინოვსკის ბატალიონის მოხალისეებმა ფიცი დადეს. ჩვენი ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია. ჩვენმა მოხალისეებმა ფიცი ბელორუსულად დაწერეს. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ეს ტექსტი დაედება საფუძვლად ნამდვილი ბელორუსის არმიას", - ნათქვამია ბატალიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძვის ქართველი მოხალისეების სამხედრო შენაერთიც, რომელიც რაოდენობრივად ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

უკრაინაში 31 დღეა ომია. რუსი აგრესორები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.

Print