ბლოგები
კაპიტანი უკრაინა - Marvel უკრაინაში (ფოტო)
FaceBook
Marvel-ის ფილმების სუპერგმირები, მარველის ფანებმა, რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის ხელისუფლების წევრებში იპოვეს.
მათ მარველის სამყაროს პერსონაჟები უკრაინის მთავრობის წევრებს მიუსადაგეს.

კაპიტანი ამერიკა ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა და კაპიტან უკრაინად იქცა.

უძლეველი ჰალკი დავით არახამია, უკრაინის რადაში სახელისუფლებო პარტიის – "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე აღმოჩნდა.

თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი - მოუხელთებელი და მამაცი Nick Fury გახდა.

შავი ქვრივის პერსონაჟში, მარველის ფანებმა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი დაინახეს. 

რკინის კაცის პესონაჟი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველს ოლექსი არესტოვიჩს მოარგეს
.
მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, უძლეველ დოქტორ სტრეინჯად იქცა.

მარველის გმირების შესაძლებლობები არც ისე შორსაა რეალობისგან. ფანები მარველისეული პერსონაჟების სუპერუნარებს და სიმამაცეს უკრაინელ ხალხში ხედავენ. ისინი ახლა ომში იბრძვიან, ომში, რომელიც რუსეთმა მათ წინააღმდეგ 26 დღის წინ დაიწყო.



Print
თეგები: #უკრაინა #Marvel