ბლოგები
„რა შეუკვეთა“ და რა მიიღო პუტინმა - კარიკატურები მსოფლიო მედიაში
FaceBook
მსოფლიო მედია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტებს სხვადასხვა ფორმით ეხმაურება. 

ერთ-ერთი კარიკატურაა, რომელიც ხშირად იმაზე ზუსტად და ცხადად ამბობს სათქმელს, ვიდრე მრავალსიტყვიანი კვლევითი სტატია. 

როგორ უყურებენ დასავლეთში რუსულ აგრესიას და ვლადიმერ პუტინის ფაქტორს კარიკატურისტები - ქუთაისიპოსტი გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

პუტინის „რუსული ოცნება“



The Guardian-ისთვის Nicola Jennings-ის მიერ შექმნილ კარიკატურაზე პუტინი ამურის სახით დასტრიალებს მსოფლიოს თავზე,  თუმცა, ამურისგან განსხვავებით, მას სხვა რამეს უპირებს.

The Guardian-ისთვის ჯენინგსის კარიკატურაში ნაჩვენებია ჩაფიქრებული პუტინი. პუტინს ორივე მხარზე ეშმაკი აზის. ნაცემი ანგელოზი გაყავთ. სინდისის ხმა ბოლომდე ჩახშულია. 

Kyiv Post-მა-მა  გამოაქვეყნა კარიკატურა, პუტინი მაგიდასთან, რომელსაც კუბოს ფორმა აქვს. პუტინი საკუთარ მომავალს ამ ფორმით ჭედავს.




The Times-ის კარიკატურაში გამოსახულია ჯუჯა პუტინი, რომელიც დგას შეიარაღებაზე და იქიდან უკითხავს თავის მოთხოვნებს ვოლოდიმირ ზელენსკის.

NATO Review "მატრიოშკების" კარიკატურას აქვეყნებს. რას შეიძლება გადაეყარო თუ "მატრიოშკების" თამაშს ბოლომდე ჩაყვები?! 

პუტინის გეგმები, რომელიც უკრაინაში არ მთავრდება და გაცილებით ფართო არეალს მოიცავს მსოფლიო რუკაზე. ამ კარიკატურას Financial Times აქვეყნებს.

Leopold Maurer-ის კარიკატურის მიხედვით, რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტი?!

"რა შეუკვეთა" და რა მიიღო პუტინმა უკრაინაში? 

ვინ არის სინამდვილეში ჰარი პოტერი და ლორდი ვოლდემორი (შინაურობაში ვოვა).

ვოლდემორი როგორც ამთავრებს, ყველამ ვიცით.
Print