ბლოგები
მწარედ მახსოვს აფხაზეთში როგორ გვიკრძალავდნენ მშობლიური ისტორიის სწავლას - ელენე ცუცხუბაიას ბლოგი
FaceBook
"მე მახსოვს, როგორ გვიკრძალავდნენ "მრავალჟამიერს", რამდენი რამის ჩამოთვლა შემიძლია."
ქუთაისიპოსტის ახალი რუბრიკა"მოქალაქე ჟურნალისტი - თავისუფალი ბლოგი"

მოქალაქე ჟურნალისტი აფხაზეთის მკვიდრი, ამჟამად თბილისის 105-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ელენე ცუცხუბაია გახლავთ.

იხილეთ ელენე ცუცხუბაიას მეორე თავისუფალი ბლოგი

როგორ საქართველოში მინდა ვიცხოვრო

მე, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში - აფხაზეთში ვცხოვრობდი. ბოლო პერიოდში შექმნილმა სიტუაციამ გვაიძულა დაგვეტოვებინა ჩვენი სახლ-კარი, რასაც ძალიან განვიცდი. მე მწარედ მახსოვს აფხაზეთში როგორ გვიკრძალავდნენ მშობლიური ისტორიის სწავლას. როგორ გვიკრძალავდნენ "მრავალჟამიერს", რამდენი რამის ჩამოთვლა შემიძლია.

ჩემი ოცნებაა ისევ დავუბრუნდე ჩემს კუთხეს, ულამაზეს აფხაზეთში და თავისუფლად შევძლო ქართულად საუბარი "ვიმღერო მრავალჟამიერი", ავაფრიალო ხუთჯვრიანი ქართული დროშა და სიამაყით ვთქვა "მე ქართველი ვარ და ვარ ამით ამაყი!"

მინდა ჩემი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არ მინდა ქუჩაში ხელგამოწვდილი ადამიანების ნახვა და მსურს ყველგან მომღიმარი სახით მოსიარულე ადამაინები მხვდებოდეს.

მინდა ვნახო გაბრწყინებული ჩემი საქართველო...


Print