ბლოგები
მიმართვა აფხაზ თანატოლებს - ელენე ცუცხუბაიას ბლოგი
FaceBook
"სიყვარულით და სითბოთი შეგვიძლია ყოველგვარ ბოროტებას და ზიზღს ვაჯობოთ"

ქუთაისიპოსტის ახალი რუბრიკის "მოქალაქე ჟურნალისტი - თავისუფალი ბლოგი" მეორე მოქალაქე ჟურნალისტი აფხაზეთის მკვიდრი, ამჟამად თბილისის 105-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ელენე ცუცხუბაია გახლავთ.


ელენე თავისუფალი ბლოგით თავის აფხაზ თანატოლებს მიმართავს:


"პირველ რიგში მინდა ვუთხრა ჩემს ახაზ თანატოლებს, რომ მე ვისწავლე მათი ენა. ვფიქრობდი, როგორ მიმემართა მათთვის და ერთადერთი აზრი მომდის - სითბო, სიყვარული, მეგობრობა. აი, რას შევთავაზებ ჩემს აფხაზ თანატოლებს. სულ ახლახან წავიკითხე ვაჟა-ფშაველას - "კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა", სადაც უბრალოდ წერია " გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი".

ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, ამას უნდა ჩასჩიჩინებდეს დედა შვილს აკვანში ისე გამუდმებით, რომ ეს ჩაძახილი ვეღარას გზით ვერ ამოიშალოს ადამიანის გულიდან".

მე არ ვიცი როგორ გამოვხატო, მაგრამ მგონია, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, სიყვარულით და სითბოთი შეგვიძლია ყოველგვარ ბოროტებას და ზიზღს ვაჯობოთ. სიყვარული და მითუმეტეს სამშობლოს, მშობლიური ხალხის, მშობლიური კუთხის სიყვარული იმდენად ძლიერი და ჯანსაღი გრძნობაა, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.

მეგობრებო, ჩემო თანატოლებო და უბრალოდ ადამიანებო, რომელთაც ჩემი გესმით და ჩემი სათქმელი თქვენს გულამდე მოდის, არ შემიძლია არ გითხრათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაჯობოთ ზრდასრულ ადამიანებს და ჩვენი ერთად დგომით შევარიგოთ მსოფლიოში ორი პაწაწინა და ყველაზე მოსიყვარულე ერი, აფხაზები და ქართველები. იყო დრო, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და მოვიდა დრო უნდა ვთქვათ, ვიყოთ ერთად და უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

თქვენგან მოწყვეტილი მეგობარი - ელენე...



Print