ახალი ამბები
მდინარე რიონში დაკარგულ მამაკაცს ერთი თვეა ეძებენ
FaceBook
მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს თითქმის ერთი თვეა ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მის მოსაძებნად მდინარე რიონში ჰესების სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლაც იგეგმება.

,,ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები",  - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით. 

რიონის ხეობაში, მდინარე რიონში მამაკაცი, 10 აპრილს გადახტა. ხეობაში ამბობენ, რომ მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. მას კარგად არც იცნობდნენ. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო. ის სხვებთან ერთად სადილობდა, რის შემდეგ გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

წყალტუბოს რაიონში, მდინარე რიონში 29 აპრილს მამაკაცის ცხედარი იპოვეს, თუმცა ის მდინარეში დაკარგული ნიკა ანთიძე არ აღმოჩნდა.

ამევე თემაზე:

მდინარე რიონში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნაში თბილისის სამაშველოც ჩაერთო
Print