ბლოგები
როცა გიყვარს „შვილი“ და არ გიყვარს „ბავშვი“
FaceBook
„Საქართველოში უყვართ შვილები, მაგრამ არ უყვართ ბავშვები", - ამბობს ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება.

Შვილებისთვის ბევრს შრომობენ, წვალობენ, ბავშვობას უხანგრძლივებენ 40 წლამდე.

Სამაგიეროდ, ბავშვის მიმართ სიყვარულის შემჩნევა ხდება რთული და ზოგჯერ შეუძლებელი.

Ბავშვების სიყვარული არ ჩანს ქუჩებში - პატარებზე ადაპტირებულ სასეირნო ადგილებში, საბავშვო მოედნების კეთილმოწყობაში, მათთვის გამოყოფილი სივრცეების სიმრავლეში.

Სიყვარული ნაკლებად ჩანს პანდემიის დროს სკოლებისა და ბაღებისთვის შემუშავებულ უსაფრთხოების გეგმებში.

Სიყვარული არ ჩანს ბავშვების დაცულ უფლებებში, არ ჩანს კანონებში, სახელმწიფო პროგრამებში, ინსტიტუციებში, რომლებიც ბავშვებისთვის მუშაობენ.

სიყვარული არ ჩანს 50 ათასზე მეტი მშიერი ბავშვისთვის მზრუნველობის გაწევის თუნდაც მცდელობებში.

Სიყვარული არ ჩანს აღზრდის ბევრ ტრადიციაში, წესში, კულტურაში.

უფრო მეტიც, Ბავშვების უსიყვარულობა ისმის რიგი სასულიერო პირების ქადაგებებში.

Ბავშვები მიჰყავთ მერიაში საპირფარეშოების სახეხად.

Პატარებს პატიჟებენ დიდ სატელევიზიო შოუებში, ოღონდ იმ პირობით, რომ "დიდებივით" რამეები ეცოდინებათ. Პუბლიკისთვის თავის მოსაწონებლად ბავშვურობა საკმარისი
არ არის.

Საქართველოში Სიკეთეები მხოლოდ შვილებისთვის ემეტებათ, ეს კი საკმარისი არ არის თავად შვილებისთვისაც. Რადგან "ბავშვის" უსიყვარულობამ და მასზე ნაკლებმა ზრუნვამ ისეთი მასშტაბი შეიძლება მიიღოს, რომ "შვილიც" საფრთხეების წინაშე დააყენოს.

ერთ დღესაც შეიძლება "შვილი" არ დაიცვას არავინ, არც სახელმწიფომ, არც ეკლესიამ, არც ტრადიციამ, არც კულტურამ და უკვე აღარც მშობელმა.
შვილებზე წინ ბევრი რამე/ვინმე დადგეს.  მაგალითად, მეზობელი, ნათესავი და მათი კომპეტენტური აზრი "წესიერებაზე".

განსაკუთრებით მაშინ, თუკი შვილი გოგონაა. წნეხი კიდევ უფრო მძიმე იქნება. დაუცველობასთან ერთად გოგონა ბავშვზე გადმოვა ყველა პასუხისმგებლობა, სამყაროს ცოდვა-მადლის Სიმძიმე. Ბავშვი იქცევა მსხვერპლად, რომელსაც ყველაფერი დაბრალდება.

ასე მოხდა ნინისთან და ეს გამონაკლისი შემთხვევა არ ყოფილა.

"ღირსება ნორმალურ საზოგადოებაში იტესტება მსხვერპლისადმი თანადგომით, თანაგრძნობით და არა მისი დაჩაგვრით და მარგინალიზებით. თითქოს მარტივია მაგრამ ჩვენს აღვირახსნილ პატრიარქალურ საზოგადოებაში საჭიროა ამის შეხსენება", - ამბობს პოეტი პაატა შამუგია თავის ვიდეომიმართვაში, რომელიც კამპანია "ნინისთვის" ფარგლებში ჩაწერა.

კამპანია რომელიც "აღვირახსნილ პატრიარქატს" შეწირული 14 წლის ბავშვის ნინი ცეცხლაძის სახელით მიმდინარეობს, "ათასი მშობლის მარშით" გაგრძელდება. Მსვლელობით, Რომელმაც ყველას უნდა შეახსენოს, რომ "შვილის" სტატუსის გარდა არსებობს "ბავშვის" სტატუსი, სტატუსი, რომელიც დაუცველია. "ბავშვი" , რომელიც სერიოზული პრობლემის შემთხვევაში განწირულია სახელმწიფოსა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. მას არ დაიცავს სახელმწიფოს არც ერთი რგოლი, არც პოლიცია, ვერც სოციალური სამსახური, არც სკოლა, არც ტრადიცია, მეზობელი, მშობელი.

მსვლელობამ ყველას უნდა შეახსენოს, Რომ Მეზობლების "კომპეტენტური აზრის" გარდა, არსებობს მაღალი ადამიანური სტანდარტები და ღირებულებები.

Რომ ძალადობა მრავალნაირი ფორმით არსებობს და სახელმწიფომ ეს კანონის ფორმითაც უნდა აღიაროს.

და Რომ სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს უნდა "მოიცალოს" ქალებისთვის, ბავშვებისთვის, ყველა დაუცველისთვის.

"Სად ვუშვებთ შეცდომას? Რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი შვილების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა თუ ის თუ რას  იტყვის მათზე ხალხი? ხშირად სწორედ ეს ხდება მნიშვნელოვანი - რას იტყვის ნათესავი და მეზობელი... Სახელმწიფოს არ სცხელა ჩვენი შვილებისთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს. მაინტერესებს მაინც რა არის ეს უფრო "მნიშვნელოვანი საქმეები"? - კითხვას სვამს მხატვარი ლია უკლება

იგივეს აღნიშნავს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი ანა არგანაშვილი. Ბავშვებთან მიმართებაში, უფლებადამცველი, Სახელმწიფოს ზრუნვას და კომპეტენციას ვერსად ხედავს.

"Როგორც ჩანს, არ სცალიათ ჩვენს პარლამენტარებს ბავშვთა უფლებებისთვის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ყველა ზრუნავს თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დრო არ რჩებათ ბავშვთა უფლებებისთვის. აქვთ კი რაიმე ტიპის გამოცდილება საერთოდ ბავშვთა უფლებებში?! არც ერთი ადამიანი არ მახსენდება. Სამწუხაროა, რა თქმა უნდა. თუ არ გვაქვს გამოცდილება და ცოდნა, ბუნებრივია, ბავშვთა უფლებებს ვერც პრიორიტეტად აქცევ და ვერც სხვებს დააჯერებ მის მნიშვნელობაში", - ამბობს ანა არგანაშვილი.

Როცა არ სცალია სახელმწიფოს. არც ერთ მის რგოლს - პოლიციას, სოციალურ სამსახურს, განათლების სისტემას არ ყოფნის რესურსი და კომპეტენცია. Მაშინ იცლიან "კომპეტენტური მეზობლები", პატრიარქალური ტრადიციები. ისინი არა მხოლოდ გარშემომყოფებს, მათ შორის მშობლებს აჯერებენ ბავშვების/შვილების სიცუდეში, არამედ თავად ბავშვებს, გოგონებს, ქალებს, "საკუთარ დანაშაულში". Რომ მსხვერპლია ყოველთვის "დამნაშავე", ცუდი რომ არ იყოს მასზე არ იძლადებდნენ. მსხვერპლობა ჯალათობაზე მეტი სამარცხვინოა და მსხვერპლობა "მათი ბრალია".

ამ ბრალდებით არის გაჯერებული სივრცე სოფლად თუ ქალაქად და მას ბევრი ვერაფერი უპირისპირდება.

"დამწვრობის ცენტრის ერთი ექიმის ნათქვამი მახსენდება, რომელიც ჰყვებოდა იმ არც თუ მცირე შემთხვევებზე, როდესაც ქალებმა სხეული დაიწვეს. Საკუთარ სხეულს გაუსწორდნენ. Საკუთარი ქალობა, სექსუალობა დასაჯეს და ზიზღი გაუჩნდათ მის მიმართ. იმიტომ, რომ ქალის და გოგონას სექსუალობის გამოვლინება დემონიზებული და მიუღებელია საზოგადოებისთვის, თორემ ამ ასაკის ბიჭს "სექსუალობისთვის" არავინ განსჯის. საკუთარი თავის სიძულვილი რომ გადალახოს, რასაც საზოგადოება და კულტურა ასწავლის გოგონას/ქალს,  Მას თავდაცვის მექანიზმი უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი მექანიზმი ცოდნაა. ამ ცოდნის მიღება უნდა შეიძლებოდეს სკოლებში. ამ ცოდნით უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო და სხვა ინსტიტუციები", - ამბობს ნეიროფსიქოლოგი ლილე ყაზაიშვილი.

Რატომ არ არსებობს ცოდნა და ამ ცოდნის მიღების და გამოყენების ნება ინფორმაციის სიჭარბის და ადამიანის უფლებების დაცვის საუკუნეში?!  ამ კითხვას ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე ასე პასუხობს.

"პოსტ - საბჭოთა სახელმწიფოებში დადგა ასე საკითხი, რომ Მოქალაქე არასაჭიროა. Მოქალაქე უშლის ხელს მმართველ რგოლს ქვეყნის რესურსების გაყიდვაში. Მოქალაქეს მოვლა უნდა. Მოქალაქე რაღაცას ითხოვს - შუქს, გაზს, ექიმს, პენსიას, განათლებას. Რაში აწყობთ? არაფერში აწყობთ და სჭირდებათ. კიდევ უფრო არ სჭირდებათ ის, რომელსაც დაცვა, მოვლა, შენახვა უნდა. ვისაც რესურსი უნდა დაახარჯო, თავად კი არაფერს აწარმოებს. ასეთებია ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები. ეს ხალხი არ სჭირდებათ. Მათზე რესურსის დახარჯვა ყოველთვის დაენანებათ "ოლიგარქიული მმართველობის" სახელმწიფოებში", - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.

პოსტ- საბჭოთა სახელმწიფოებში Ბავშვები არ სჭირდებათ.

აქ მხოლოდ შვილებისთვის ხარჯავენ დროს და რესურსს.

Მაგრამ, Სანამ "Ბავშვს" არ იცავენ, მანამდე დაუცველი რჩება "შვილები".

Სანამ არ ეყვარებათ "ბავშვი", ვერ იტყვიან რომ უყვართ "შვილები".


მთავარი ფოტო: ლია უკლებას ნახატი „განაჩენი“

Print