პოლიტიკა
"ჩაცუცქულების დრო დაბრუნდა "-გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში
FaceBook
"გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ვაშაძემ "ქართულ ოცნებას" "ქურდული ოცნება "უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოატყუა ქართველი ხალხი, ქვეყანაში კი კრიმინალი დააბრუნა.

"ამ ხელისუფლებამ დააბრუნა ჩაცუცქულების დრო. ეს არის "ქურდული ოცნება " და არა "ქართული ოცნება". ამიტომაც, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ ამორალურ ძალას, ფარცხალაძეებს და მურუსიძეებსა. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სისტემა და დავაბრუნოთ ქართულ ღირებულებებზე" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, თუ "ქართული ოცნება " მეორე ტურში გაიმარჯვებს, ის დააბრუნებს მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს.
| Print |