ახალი ამბები
ჯარისგან თავის არიდების მცდელობაზე ჯარიმა დაწესდება
FaceBook
სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს.

აღნიშნული შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის წარდგენაც პარლამენტში მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

როგორც პროექტშია აღნიშნული, ხშირად ხდება სამხედრო სამსახურის მოხდისთვის თავის არიდება როგორც სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარი მოტყუებით. გარდა ამისა, ხშირია სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობა.

კანონპროექტის თანახმად კი, ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების მცდელობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება. გარდა ამისა, დაწესდება პასუხისმგებლობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხოლო, ჯარიმად 2000 ლარი განისაზღვრება.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთის საკითხი. კერძოდ, მოსაკრებლის გადახდის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების პერიოდი უნდა შემცირდეს და ნაცვლად 18 თვისა, უნდა განისაზღვროს 12 თვით.

"ამასთან, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პირის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით მხოლოდ ორჯერ სარგებლობას, მაგრამ არაუმეტეს 25 წლის ასაკისა. კანონპროექტით ხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისას ასაკობრივი დათქმის - "არაუმეტეს 25 წლის ასაკისა" ამოღება. რის შედეგადაც, აღნიშნული უფლებით სარგებლობა პირს შეეძლება ორჯერ, 27 წლის ასაკამდე,"-აღნიშნულია პროექტში.

bpn.ge


Print
თეგები: #ჯარი #კანონი