რჩევები
თვითმფრინავით გადასატანი დაშვებული და აკრძალული ნივთების სია
FaceBook
სხვადასხვა ქვეყანაში თვითმფრინავით გამგზავრებისას, თითოეული მგზავრი უსაფრთხოებისათვის აუცილებელ სხვადასხვა პროცედურას გადის.

ერთ-ერთი მთავარი პროცედურა თანმქონი ნივთების, ბარგისა და ხელბარგის შემოწმებაა.

არსებობს გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მთელი სია, რომელთა გადატანას კანონი არეგულირებს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი მოწმდება დეტექტორის საშუალებით და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დეტალურად. აღნიშნული პროცედურა აუცილებელია იმ ნივთიერებების და საგნების გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მგზავრებს, თვითმფრინავის ეკიპაჟს ან ხომალდის უსაფრთხოებას.
ბასრი საგნების ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ ჩასაბარებელ ბარგში.

ხელბარგით თვითმფრინავში დაშვებული სითხე (მათ შორის გელი, კრემი, პასტა) მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 100 მლ/თითო კონტეინერი.

ხელბარგში მოსათავსებლად აკრძალულია ყველანაირი სახის იარაღი, საბრძოლო საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის:
ყველანაირი პისტოლეტი, შაშხანა და მაყუჩიანი იარაღი; ყველანაირი საბრძოლო საშუალება (პისტოლეტები, რევოლვერები, შაშხანები, თოფები და ა.შ.); ცხოველების უმტკივნეულო მოკვდინების საშუალებები; პნევმატური თოფები; კატაპულტები; საბრძოლო შეიარაღების შემადგენელი კომპონენტები; მშვილდი და ისრები; ჰარპუნის სასროლი იარაღი და წყალქვეშა ნადირობის მოწყობილობები; ქარხნული წარმოების ჭანჭიკი და პნევმატური ჩაქუჩი; იარაღის ფორმის სანთებელები; ყალბი ცეცხსლსასროლი იარაღი ან სათამაშო საბრძოლო საშუალებები; სასიგნალო რაკეტები; სასტარტო პისტოლეტები; ელექტროშოკის მოწყობილობა; ყველანაირი ტიპის სათამაშო იარაღი.


ყველანაირი სახის ფეთქებადი და აალებადი ნივთიერება, მათ შორის :
პულვერიზატორიანი საღებავები;საბრძოლო საშუალებები და ტექნიკა;სასმელები 70%-იანი და მეტი ალკოჰოლის შემცველობით;კაფსულა-დეტონატორები;დეტონატორები და ფითილი;ფეთქებადი ნივთერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები;ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები (ნებისმიერი ფორმით) და სხვა პიროტექნიკური საშუალებები (შუშხუნებისა და სათამაშო ხელყუმბარების ჩათვლით);ყალბი ან საიმიტაციო ასაფეთქებელი მასალები და მოწყობილობები;აალებადი სითხეები (ბენზინი / გაზოილი, დიზელი, სანთებელას სითხე, ალკოჰოლი, ეთანოლი);გაზი და გაზის ბალონები (მაგალითად, ბუტანი,პროპანი, აცეტონი, ჟანგბადი) დიდი მოცულობით;ყველანაირი სახის ხელყუმბარა;ნაღმი და სხვა ფეთქებადი სამხედრო საქონელი;არაუსაფრთხო ასანთი;კვამლის წარმომქნელი ბალონები ან კარტრიჯები; სკიპიდარი და გამხსნელი.

ჩასაბარებელ ბარგში აკრძალული ნივთების სია:

ფეთქებადი ნივთიერებები, დეტონატორების, ფითილის, ყუმბარების, ნაღმების და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების ჩათვლით;აირები, პროპანისა და ბუტანის ჩათვლით;აალებადი სითხეები, გაზოილისა და მეთანოლის ჩათვლით;ადვილაალებადი მყარი და რეაქტიული ნივთიერებები, მაგნიუმის, სანთებელების, ფეიერვერკის და სასიგნალო რაკეტების ჩათვლით;მჟანგავი და ორგანული ზეჟანგები, მათეთრებლისა და ძარის შესაკეთებელი კომპლექტების ჩათვლით;ტოქსიკური ან ინფექციური ნივთიერებები, ვირთხის საწამლავის და ინფიცირებული სისხლის ჩათვლით;რადიოაქტიური მასალა, სამედიცინო და კომერციული იზოტოპების ჩათვლით;მჟანგავები, ვერცხლისწყლისა და სატრანსპორტო საშუალების ბატარეების ჩათვლით;სატრანსპორტო საშუალებების საწვავი სისტემის კომპონენტები, რომლებიც შეიცავენ საწვავს;შეკუმშული გაზის ბალონები.

ასევე, შპრიცების ტრანსპორტირება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

აეროპორტის ადმინიტრაციის წარმომადგენლების თქმით, დაშვებული ნივთების სია არ არსებობს, რადგან უამრავი ნივთი შეიძლება იყოს დაშვებული.

თუ ნივთები არ შედის აკრძალული ნივთების სიაში ან რომელიმე კატეგორიაში, ისინი დაშვებულია.

თუმცა, უსაფრთხოების შემოწმებისას აეროპორტის თანამშრომელს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც არ არის მითითებული სიაში (თუ მიიჩნევს, რომ რაიმე საეჭვო ან სახიფათოა).

Print