რჩევები
იარაღი, რომლის შეძენაც ქართული კანონმდებლობით დასაშვებია
FaceBook
საქართველოში იარაღის მოხმარება, შენახვა-შეძენას იარაღის შესახებ კანონი არეგულირებს, რომელიც 2003 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს.
ამავე კანონის მიხედვით, განსაზღვრულია იარაღის სახეებიც. დანიშნულების მიხედვით იარაღი სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლოდ იყოფა.
თავის მხრივ სამოქალაქო იარაღის სახეებია: თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო და სასიგნალო.
თავდაცვის იარაღის სახეებს კი მიეკუთვნება მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის, გაზის აეროზოლური მოწყობილობა, ელექტროშოკური მოწყობილობა.
სპორტული მოკლელულიანი და გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი, ასევე პნევმატური იარაღი სპორტული იარაღის სახეებს მიეკუთვნება.
რაც შეეხება სანადირო იარაღებს, კანონის მიხედვით ამ კატეგორიას გლუვლულიანი ცეცხლსასროლი (თოფი), ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი (კარაბინი ან შაშხანა) და კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი) მიეკუთვნება. ასევე, ამავე სახისააა სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმატური იარაღი.
როგორ ხდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით იარაღის რეგისტრაცია, რა პროცედურების გავლა სჭირდება მისი შეძენის მსურველს და როგორია იარაღის მოვლა-შენახვის წესები, ნახეთ მალე ქუთაისიპოსტზე.
დეა მანაგაძე
Print