რჩევები
10 ფრაზა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანი არასდროს იტყვის
FaceBook
ურთიერთობა ქაღალდის ფურცელივითაა, საკმარისია ერთხელ დაგესვაროს, ვეღარ დაუბრუნებ ძველ იერს.

ამიტომ, სერიოზულად უნდა მივუდგეთ იმას, რასაც ვამბობთ, აღნიშნავენ ფსიქოლოგები. ერთი და იგივე ფრაზებმა, თითქოს უწყინარმა მათთვის, ვინც მათ წარმოთქვამს, შესაძლებელია, სერიოზული ჭრილობა მიაყენოს მას, ვის მიმართაც არის წარმოთქმული.

ამიტომ, არ ღირს ვინმეს ვურთხრათ ფრაზა 1) "შენ მისთვის მეტისმეტად კარგი იყავი". უმჯობესია ითქვას: "მან ბევრი დაკარგა".

2) შეცდომაა; "შენი ასაკის პირობაზე კარგად გამოიყურები". უმჯობესია: "შესანიშნავად გამოიყურები".

3) შეცდომაა: "ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის". უმჯობესია: "ვცდილობ, რამდენადაც ეს შესაძლებელია".

4) შეცდომაა: "ყველაფერს ჩემით მივაღწიე". უკეთესია: "ჩემი მშობლებისა და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით მივაღწიე ამას".

5)შეცდომაა; "ეს უსამართლობაა". სწორია : "შეიძლება გავიგო მე რატომ არ მანდეთ ეს საქმე?"

6) შეცდომაა: "შეიძლება ახლა სისულელეს ვამბობ, მაგრამ..." უკეთესია: "ამ საკითხში ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის გაგება."

7) შეცდომაა: "ხომ გეუბნებოდი?!", უკეთესია: "სხვა დროს ამ შეცდომას აღარ დაუშვებ".

8) შეცდომაა; "ასეთი რამ მეც დამემართა". სწორია: "ასეთი რამ სხვებსაც შემთხვევია, შენ ამას უსათუოდ გაუმკლავდები".

9) შეცდომაა: "რატომ იგონებ პრობლემას, სადაც არ არის". სწორია: "სულ მალე ეს პრობლემა შენთვის აღარ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი. ყველაფერი დალაგდება“.

10) შეცდომაა: " არ გიყვარვარ". სწორია: "მაკლიხარ".

Print
თეგები: #10 ფრაზა