რჩევები
გაზაფხულზე გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მწვავდება – კარდიოლოგის რჩევები
FaceBook
ამინდის, ტენიანობის, ჰაერის სიჩქარის, ატმოსფერული წნევის ცვალებადობის გამო, გაზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით მარტში, პაციენტებში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მწვავდება.

დაავადების სიმწვავე განსაკუთრებით 55 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში იჩენს თავს.

წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის კარდიოლოგი, გოგა ბუიძე გულ–სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებს კონკრეტულ რჩევებს აძლევს.

გულ–სისხლძარღვთა უამრავი დაავადებები არსებობს, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით, პირველ ადგილზე არტერიული ჰიპერტენზია, ე.წ არტერიული წნევაა.

კარდიოლოგ, გოგა ბუიძის განმარტებით, წნევის მომატების ფაქტორი ელექტრო და ბიო მაგნიტური დღეებითაა განპირობებული.

"ცვალებადი ამინდის პირობებში თვითონ სისხლძარღვს აქვს გაფართოება–შევიწროების უნარი. ამას ჰქვია ბარო და ქემო რეცეპტორები. სისხლძარღვს ბუნებრივად ახასიათებს როდის უნდა გაფართოვდეს და შევიწროვდეს", – ამბობს გოგა ბუიძე.

გაზაფხული, განსაკუთრებით კი მარტის თვე, გამოირჩევა იმითაც, რომ ზამთრის მანძილზე ნივთიერებათა ცვლა ადამიანის ორგანიზმში დუნედ მიმდინარეობს. ადამიანი არის მოდუნებული, წონის კორექციაც ირღვევა, ზამთარში ადამიანი ნაკლებს მოძრაობს. ზამთარში უფრო ცხიმოვანი საკვების მიღების ტენდენციაცაა, ვიტამინიზირებული საკვები შედარებით ნაკლებია. ცხოვრების ჯანსაღის წესის ელემენტები, კი რის გამოც ორგანიზმს თავის დაცვის უნარიანობა ახასიათებს დარღვეულია.

კარდიოლოგების განმარტებით, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული პროდუქტების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ ადამიანი ჯანმრთელობის 100%–იდან 70 % ცხოვრების წესზე მოდის.

"გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში ადამიანს საკმაოდ ბევრი ვირუსები და ინფექციური დაავადებები გადააქვს. ყოველივე ეს იმუნურ სისტემაზეც კვალს ტოვებს. იმუნური არამდგრადობა გაზაფხულისათვის შეიქმნება და ის ერთ–ერთი ფაქტორია, იმ რეგულაციების და ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად, რის გამოც ორგანიზმში ცვლილებების თავისებურებანი გამოიხატება", – აღნიშნავს კარდიოლოგი. 

იმ პაციენტებს, ვისაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ, დაავადების არ გამწვავებისთვის პრევენციული ღონისძიებებს უნდა მიმართონ. პრევენციულ ღონისძიებებში კი ცხოვრების ჯანსაღი წესი იგულისხმება.

"აუცილებელია კვების ნორმალური რეჟიმი. უნდა მიიღონ მცენარეული საკვები. მოწესრიგებული უნდა იყოს ძილის რეჟიმი. 8 საათიანი ძილია რეკომენდებული. დრო უნდა დაუთმონ, აგრეთვე, ფეხით სიარულსა და სეირნობას", – გვირჩევს გოგა ბუიძე. 

გოგა ბუაძის თქმით, თუ ეს ფაქტორები დაღვეული იქნება, პაციენტს თუნდაც არ აწუხებდეს გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიები, დაავადება ნელ–ნელა იწყებს გააქტიურებას და რაღაც ფორმით ჩამოყალიბდება.

ხოლო, მათ ვისაც ეს პათოლოგიები არ აწუხებთ, ექიმი განმარტავს, რომ ეს ხალხი თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს ამინდის რეგულაციასთან დაკავშირებული პარამეტრების ცვალებადობა არ შეეხება.

"ვინც გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიებითაა დაავადებული, უნდა შეეცადოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასთან ერთად შესაბამის სპეციალისტთან, ამ შემთხვევაში კარდიოლოგთან, ან ოჯახის ექიმთან მივიდნენ, რათა სათანადო გამოკვლევებით დროული დიაგნოსტირება მოხდეს და სათანადო მკურნალობა დაიწყოს", – ამბობს გოგა ბუაძე.

გამოკვლევები კი პაციენტის სუბიექტურ და ობიექტურ მონაცემებზეა დამოკიდებული. მათ კონსულტაციისთვის პირველ რიგში კარდიოლოგს უნდა მიმართონ. ამის შემდეგ პირველადი და ყველაზე მარტივი ელექტროკარდიოგრამა უნდა გადაიღონ. ასევე, არტერიული წნევის მონიტორინგი უნდა მოხდეს. ხოლო იმის მიხედვით თუ რა დარღვევები გამოვლინდება კვლევები უნდა გაღრმავდეს.
Print