რჩევები
კანზე წარმოქნილი პრობლემები და მისი მოვლა – დერმატოლოგის რჩევები
FaceBook

კანის მოვლა წლის ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია და მას ყოველთვის თანაბარი ყურადღება უნდა მიექცეს.


რა იწვევს კანზე წარმოქმნილ პრობლემებს და როგორ უნდა მოვუაროთ მას? - ამ საკითხებზე ქუთაისიპოსტი გთავაზობთ დერმატოლოგ, ლალი ლორთქიფანიძის რჩევებს.

დერმატოლოგების თქმით, კანის ჯანმრთელობის უპირველესი წინაპირობა ცხოვრების ჯანსაღი წესია და ამისთვის წყლის მიღების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„პირველ რიგში უნდა აღიშნოს, რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი კანის ერთ–ერთი წინაპირობაა. უნდა მიიღოთ ბოსტნეული და დღეში 1 ლიტრი წყალი მაინც. მას გამაცოცხლებელი ეფექტიც აქვს და რაც მთავარია, კანის დატენიანებაში დაგეხმარებათ“, – ამბობს დერმატოლოგი, ლალი ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, ყველა პაციენტი და კანის დაავადებაც ინდივიდუალურია და სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით რჩევების მიცემა ასაკის მიხედვითაც ხდება.

„მაგალითად, ახალგაზრდა ასაკში თუ გარკვეული სახის პრობლემები არ აღენიშნება ადამიანს, (მაგალითად კანის დაჭიმულობა, სიმშრალე, სიცივეზე ალერგია და ა.შ) დამატენიანებელი კრემების მოხმარება რეკომენდებული არაა. თუ შენი ორგანიზმი იწესრიგებს ამ პრობლემას და ჩივილები არ აღენიშნება ადამიანს, არ უნდა ჩავერიოთ. ხოლო, 40 წლის ზემოთ უკვე სხვა პრობლემაა.

თუკი თქვენი კანი მშრალია, მაშინ წყლის მიღება უნდა გაიზარდოს და ისეთი სახის კრემი შეარჩიოთ, რომელიც ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგალითად, გლიცერინი, ალოე, სორბიტოლი.

მშრალ კანს აუცილებლად დამატენიანებელი საშუალებებით უნდა მოვუაროთ, მაგრამ სიმშრალესთან ბრძოლა მისი ხარისხისა და ინტენსივობის მიხედვით ხდება“, – განმარტავს დერმატოლოგი.

ლალი ლორთქიფანიძის თქმით, კანთან დაკავშირებული ბევრი დაავადება ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი და სხვა.
„ჭურჭლის რეცხვისას კანის დამცავი ფენა ზიანდება. მაგრამ ეს ყველა ტიპის კანზე არ ვრცელდება.ზოგიერთი კანისთვის ხელთათმანებითაც არ შეიძლება რეცხვა, იმიტომ რომ ჩახუთულ ჰაერში პროცესი უფრო მწვავდება“, – განმარტავს ლალი ლორთქიფანიძე.

 

 

Print