რჩევები
ჩქარი სიარული ინსულტის რისკს ამცირებს
FaceBook
ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია ინსულტის რისკის მნიშვნელოვანი შემცირებისთვის ქალებს ყოველდღიურად ჩქარი ნაბიჯით გასეირნებას ურჩევს.

ამის შესახებ ორგანიზაცია ჟურნალში "ინსულტი" (Stroke) ნაშრომს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ იმ ქალებში, რომლებიც გასეირნებას ყოველდღიურად ახერხებენ, ინსულტის განვითარების რისკი კლებულობს 37%-ით უფრო ნაკლებად მოძრავ ქალებთან შედარებით.

ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის კვლევაში "ქალის ჯანმრთელობა" 45 წელზე მეტი ასაკის 39 000 ქალი მონაწილეობდა.

მათ 12 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში ინსულტი 579 ქალს განუვითარდა.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, აღნიშნული ეფექტის მიზეზია აქტიური მოძრაობის დროს სისხლის მიმოქცევის აჩქარება, რაც არ აძლევს სისხლს შედედებისა და თრომბის წარმოშობის საშუალებას.

ინსულტი თავის ტვინში ისხლის მიმოქცევის მოშლაა, რა დროსაც ტვინის ნაწილი ნეკროზდება, ხოლო თუ დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ვითარდება პათოლოგიური დარღვევები.



Print