რჩევები
ხილი, რომელიც ორგანიზმს სიმსივნისგან იცავს
FaceBook
ამასთან, ეს ხილი წნევას დაბლა წევს კალიუმის დიდი შემცველობის გამო

მარაკუია საკმაოდ პოპულარული ხილია სპეციფიური გემოთი და სუნით. დიეტოლოგები მას სუპერპროდუქტად მიიჩნევენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მარაკუია ორგანიზმს კიბოსგან იცავს, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ ა და ცე-ს. ისინი ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ.

ამასთან, ეს ხილი წნევას დაბლა წევს კალიუმის დიდი შემცველობის გამო. ის თითქმის არ შეიცავს მარილს. მარაკუიას დახმარებით შესაძლებელია ჯანმრთელი თვალების შენარჩუნება. აგრეთვე აღსანიშნავია, მარაკუიას ნაყოფი ჰემოგლობინის მაჩვენებელს სისხლში მაღლა წევს რკინის დიდი რაოდენობისა და ვიტამინი ც-ს მეშვეობით. გემოგლობინის ამაღლების პარალელურად, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ambebi.ge
Print