რჩევები
რა სარგებლობა მოაქვს წყალს?!
FaceBook
რატომ არის წყლის მიღება მნიშვნელოვანი?

თუნდაც იმიტომ, რომ იგი ადამიანის სხეულის წონის ორ მესამედზე მეტს შეადგენს, შესაბამისად, მონაწილეობს თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში უჯრედულ დონეზე.

"წყალი მონაწილეობს ნერწყვის ფორმირებაშიც. ნერწყვი, გარდა წყლისა, შეიცავს სხვადასხვა ელექტროლიტებს , ლორწოსა და ფერმენტებს და იწყებს საჭმლის მონელებას პირის ღრუდან. შესაბამისად, წყალი მნიშვნელოვანი კომპონენეტია საჭმლის მონელებისთვის", - ამბობს კლინიკა მედიქალ სიტის ექიმი ინფექციონისტი ნათია შავგულიძე.

წყალი მონაწილეობს ჩვენს ორგანიზმში ქსოვილების, სახსრების ნორმალურ ფუნქციონირებასა და აღდგენით პროცესებში. ასევე, მონაწილეობს ორგანიზმის ექსკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციებში: ოფლის ექსკრეციის, დეფეკაციისა და შარდვის სახით.

"წყალი ხელს უწყობს მრავალი ტოქსინის ესკრეციას და გვეხმარება ბევრი დაავადების პრევენციაში , მაგალითად, თირკმელ–კენჭოვანი დაავადება, საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები , ყაბზობა, (შეკრულობა) და ა.შ. – წყალი აუცილებელია მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისა და ენერგიის პროდუქციის გაზრდაში", - აღნიშნავს ნათია შავგულიძე.

კვლევების თანახმად, 500 მლ წყლის მიღება 30 პროცენტით აუმჯობესებს და აჩქარებს ენერგიის პროდუქციას, ერთნაირად ქალსა და მამაკაცებში – წყალი მნიშვნელოვანია გონებრივი მუშაობის გაუმჯობესებაშიც.

დეჰიდრატაცია (წყლის შემცველობის შემცირება) მრავალი სახით აისახება ადამიანის ორგანიზმზე: პირის სიმშრალით, მშრალი კანით, გულისცემის გახშირებით, ხშირად ვლინდება გაბრუებისა და დაღლილობის ჩივილების სახით და ა.შ.

რა რაოდენობით წყალი უნდა მივიღოთ ?


ნათია შავგულიძეს მიუთითებს ამერიკის მედიცინის, მეცნიერებისა და ინჟინერიის ნაციონალური აკადემიის რეკომენდაციებზე, რომლის თანახმად, დღის მანძილზე მამაკაცებისათვის საჭირო წყლის რაოდენობა დაახლოებით 3500 მლ ლიტრის ოდენობაა (3,5 ლ ) (ჯამური რაოდენობა საკვებისა და დღის მანძიზლე მიღებული სასმელებიდან მიღებული რაოდენობა ) , ხოლო ქალებისთვის 2 500 მლ ლიტრი. დადგენილია, რომ საკვებიდან დღის მანძილზე მხოლოდ 20 პროცენტს ვიღებთ წყლის რაოდენობის, ხოლო დანარჩენი მოდის სხვადასხვა სასმელების საშუალებით მიღებულ ოდენობაზე, შესაბამისად, სასურველია მამაკაცებმა სითხის სახით მიიღონ 3 ლიტრამდე, ხოლო ქალებმა 2,12 ლ ოდენობით საშუალოდ.


Print