რჩევები
Როგორ მოვუაროთ ხელის გამომშრალ კანს?!
FaceBook

"Დარჩი სახლში"-ს პარალელურად "ხშირად დაიბანე ხელი" მთავარ მოწოდებად რჩება.


ხელის დაბანას Ადრე თუ რუტინის სახე ქონდა ახლა იარაღად იქცა.

ექიმები თანხმდებიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში საპონსა და გამდინარე წყალზე კარგი იარაღი არ არსებობს ამ უხილავ ბრძოლაში გამოსაყენებლად.

გამდინარე წყლის და საპნის ალერნატივად რჩება სანიტაიზერი.

თუმცა, 2 წლამდე ასაკში ანტისეპტიკურ საშუალებების გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან კანის ბარიერული ფუნქცია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.


"როგორც წესი ალკოჰოლზე დამზადებული საშუალებები შეიცავს მინიმუმ 60 % ალკოჰოლს. მათი უპირატესობა ისაა, რომ ანადგურებს მიკროორგანიზმების უმრავლესობას თუმცა მიუხედავად დამატენიანებელი საშუალებების დანამატისა, მაინც აშრობს და აღიზიანებს კანს", - ამბობს ექიმი პედიატრი თეონა ხურციძე.


Ხშირი დაბანისა და სანიტარიზერის აქტიური გამოყენების გამო გამომშრალი ხელის კანიც ჩვენი პანდემიური ყოფის ყოველდღიურობაა.

უხილავ მტერთან ბრძოლაში გამოყენებული აირაღის გვერდითი მოვლენა.

როგორ მოვუაროთ გამომშრალ და გაღიზიანებულ კანს?

"ჰიგიენა თავისთავად პროფილაქტიკური მედიცინის ნაწილია, აქედან გამომდინარე, გამომშრალი კანი სათანადო დატენიანებას საჭიროებს. რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს, ბრენდებზე არ ვისაუბრებ, გირჩევთ, მოიკითხოთ აფთიაქებში ხელის დამატენიანებელი საშუალებები შესაბამისი PH ბალანსით, შარდოვანასა და ვიტამინების შემადგენლობით. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ვაზელინის მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ", - ამბობს თეონა ხურციძე.

 

Print