რჩევები
ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადის ყველაზე მარტივი რეცეპტი
FaceBook
ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი უგემრიელესია და ბევრ კერძთან ერთად მიირთმევა. 

გთავაზობთ მარინადის მომზადების ყველაზე მარტივ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

წყალი - 1 ლ.
ყვავილოვანი კომბოსტო 1კგ. 
სტაფილო - 2 ცალი.
ნიორი - 3-4 კბილი.
ქინძის მარცვლები - 1 სუფრის კოვზი.
მარილი - 1 სუფრის კოვზი.
ძმარი - 150 მლ. 
შაქარი - 50 გრ. 
დაფნის ფოთოლი - 4-5 ცალი.
პილპილი - გემოვნებით
ლიმონმჟავა - 1 გრ. 

მომზადების წესი:

პატარა ყვავილებად დავანაწევროთ ყვავილოვანი კომბოსტო, წვრილ ჩხირებად დავჭრათ სტაფილო და გავრეცხოთ. ბოსტნეული ფენა-ფენად ჩავალაგოთ წინასწარ გასტერილებულ ქილებში და მოვაწყოთ თავზე დაფნის ფოთლები, ნიორი, ქინძის მარცვლები, პილპილი.  

ცალკე ქვაბში ავადუღოთ ერთი ლიტრი წყალი, დავამატოთ შაქარი, მარილი, ძმარი, ლიმონმჟავა და მიღებული მარინადი დავასხათ ქილებში გამზადებულ ბოსტნეულს,
მჭიდროდ დავახუროთ და დავდგათ გრილ ადგილას. 

ამ რეცეპტით 2 (ლიტრიანი) ქილა მარინადის მომზადებას შეძლებთ. ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი მზად 3 დღეში იქნება. 

გემრიელად მიირთვით. 





Print