რჩევები
გემრიელი ბარდის წვნიანი, რომელსაც 10 წუთში მოამზადებთ
FaceBook
ზამთრის ცივ ამინდებში ცხელი ბარდის გემრიელი წვნიანით აუცილებლად მოიგებთ ოჯახის წევრების გულს.  

გთავაზობთ ბარდის წვნიანის ყველაზე უმარტივეს რეცეპტს. 

ინგრედიენტები: 

ბარდის კონსერვი - 200 გრამი.
ხახვი - 1 თავი.
ნიორი – 2 კბილი.
სტაფილო – 1 ცალი.
ზეთი – 2 სუფრის კოვზი.
ქინძი – 4–5 ღერი.
ცერეცო – 2–3 ღერი.
ბრინჯი – 20–25 გრამი.
ქათმის ბულიონის კუბიკი – 2 ცალი. 
მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი :

ქვაბში დავასხათ ზეთი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. ვშუშოთ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში.
მოშუშულ ბოსტნეულს დავამატოთ ბარდა, დაჭყლეტილი ნიორი, ქათმის ბულიონის კუბიკები, გარეცხილი ბრინჯი და  დავასხათ 2 ლიტრი წყალი. 
წვნიანი ვადუღოთ მაღალ ცეცხლზე დაახლოებით 7–8 წუთის განმავლობაში. ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ქინძი,  ცერეცო, მარილი და მივირთვათ გემრიელად. 


Print