რჩევები
რა სასარგებლო თვისებები აქვს ყავას
FaceBook
თუ ყავას სწორად მივიღებთ, გონებრივი შესაძლებლობები არ დაგვიქვეითდება.
ყავის მიღების რეჟიმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია გონებრივი კოგნიტიური დარღვევების (რომელიც დემენციის წინა მდგომარეობაა) განვითარების რისკისათვის.
მეცნიერები დააკვირდნენ 65-დან 85 წლამდე 1445 მოხალისეს. ყავაში არსებული კოფეინი, მიეკუთვნება ყველაზე ცნობილ სტიმულატორს, რომელიც ზრდის ყურადღების კონცენტრაციის უნარს, იწვევს აღგზნებას და კოგნიტიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, რასაც უკანასკნელ დრომდე არავინ აფასებდა.
ამდენად, თუ ნორმალური კოგნიტიური სტატუსის მქონე ადამიანები ზრდიდნენ ყავის მიღებას დღეში 1 ფინჯანით, ხვდებოდნენ რისკის ჯგუფში, განსხვავებით იმ ადამიანებისა, რომლებიც ამცირებდნენ ყავის მოხმარებას. მაგრამ მოხალისეები, რომლებიც მუდმივად, დღეში 1-2 ფინჯან ყავას სვამდნენ,
უფრო ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ ისინი, ვინც სვამდნენ ყავას.
კოფეინის ზომიერად მირებას მეცნიერები უკავშირებენ ადენოზინის რეცეპტორების აქტივაციას. ეს კი თავის მხრივ, იცავს ტვინს ტოქსიური ჩანართების- ამილოიდური ფოლაქების ჩალაგებისაგან.
კოფეინს ასევე შეუძლია გაზარდოს ინსულინის მიმართ მგრძნობელობა, აქვეითებს რა ტიპი 2 დიაბეტის რისკს. არსებობს საფუძველი იმის ფიქრისა, რომ ყავა ამცირებს ანთებასა და ჟანგვითი პროცესებით გამოწვეულ სტრესის დონეს.
წყარო: mkurnali.ge
Print