რჩევები
როგორ შევინარჩუნოთ რუჯი? - რჩევები
FaceBook
"უარი თქვით საუნის და მასაჟის პროცედურებზე"

კოსმეტოლოგების რჩევით, თუ მზის რუჯის დიდი ხნით შენარჩუნება გსურთ, უნდა მოერიდოთ სახის ისეთ ნიღბებს, რომლებიც შეიცავს ლიმონს, კიტრს, გვირილას, ასევე არაა რეკომენდირებული მათეთრებელი კოსმეტიკის გამოყენება. რუჯის შესანარჩუნებლად ის კოსმეტიკა გამოიყენეთ, რომელიც ქაცვის ექსტრაქტს შეიცავს.
"მიიღეთ "A" ვიტამინი, კაროტინი, რომელიც ყველაზე ძლიერი ბუნებრივი აქტივატორია რუჯის შესანარჩუნებლად, ასევე ფერის შესანარჩუნებლად კვების რაციონს დაუმატეთ სტაფილო, პომიდორი, საზამთრო ატამი, ნესვი. უარი თქვით საუნის და მასაჟის პროცედურებზე, რადგან აორთქლების დროს კანს ნივთიერებები ცილდება, სუფთავდება და რუჯიც თანდათან ქრება," - ამბობს ესტეთიკური მედიცინის ცენტრ " მილენიუმის" კოსმეტოლოგი ანჟელა ბაკურაძე.
იმისთვის რომ რუჯი თქვენი კანისთვის უსაფრთხო იყოს, აუცილებელია მხოლოდ ისეთი კოსმეტიკის გამოყენება, რომელიც ულტრაიისფერ, მზისგან დამცავ ნივთიერებებს შეიცავს. აფთიაქებში ასეთ საშუალებებს SPF (sun protection factor)  წარწერით იპოვით.

ბაია მიქაბერიძე

Print