რეგიონი
ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს 10 აგვისტოს დაკრძალავენ
FaceBook
ავღანეთში დაღუპულ, ზესტაფონში მცხოვრებ, სამხედრო მოსამსახურეს მდინარი ბებიაშვილს 10 აგვისტოს მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში დაკრძალავენ.
საქართველოში  აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. 

აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიას ოჯახთან ერთად ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

გარდაცვლილი სამხედრო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ სანახშირეს მკვიდრია.მდინარი ბებიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
"ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა მას საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. ოქტომბერში უწევდა ჩამოსვლა და ველოდებოდით", - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს ოჯახის ახლობელმა.


ეკა დუგლაძე
Print