რეგიონი
შეჯიბრება სწრაფ ცურვაში ტყიბულის საცურაო აუზზე
FaceBook
ტყიბულში, საცურაო აუზზე, ქალთა და ვაჟთა შორის სწრაფ ცურვაში შეჯიბრება გაიმართა. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ვაჟთ შორის პირველ ადგილზე შალვა სულამანიძე გავიდა, მეორე ადგილი თორნიკე ჯმუხაძემ დაიკავა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი წილად ნიკოლოზ ფოფხაძეს ხვდა. 



ხოლო, გოგონებს შორის პირველ ადგილზე ნინო ჭელიშვილი გავიდა, მეორე ადგილი კი, ნინო არსენიძემ დაიკავა.

გამარჯვებულები მედლებითა და სიმბოლური ფასიანი საჩუქრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა, შალვა გაბრიაძემ და სოფიო ბოჭორიშვილმა დააჯილდოვეს.

ასევე, დაჯილდოვდნენ ასპარეზობაში მონაწილე პატარა მოცურავეებიც.


Print