რეგიონი
ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი ცხადდება
FaceBook
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი ცხადდება. მოქმედ მმართველს ნინო ლიპარტიანს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ეწურება.
სამხატვრო ხელმძრვანელობის მსურველებს საკონკურსო დოკუმენტაციის წარსადგენად ვადა 2017 წლის 14 აგვისტომდე აქვს. კანდიდატურები მინისტრს დასამტკიცებლად სარეკომენდაციო სამჭო წარუდგენს.

ზესტაფონთან ერთად, საქართველოს კულტურის სამინისტრომ მის მმართველობაში შემავალ 29 პროფესიული სახელმწიფო თეატრიდან 23-ში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი  უკვე გამოაცხადა.

"პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირს შეუძლია, რომელიც პროფესიით რეჟისორი ან მსახიობია.

ზესტაფონის თეატრის მოქმედი ხელმძღვანელი კონკურსში მონაწილეობას ისევ აპირებს, თუმცა უხელმძღვანელებს თუ არა ნინო ლიპარტიანი თეატრს შემდეგი 4 წელი ეს კონკურსის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


ეკა დუგლაძე
Print