რეგიონი
კურორტ "საირმეში" მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
FaceBook

მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017 კურორტ საირმეში 29 ივლისს გაიხსნება.

„მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“ -ში ფოლკლორული გუნდები და სოლო შემსრულებლები მიიღებენ მონაწილებას.

მსმენელის წინაშე 9 ივლისი - ანსამბლი „რუსთავი“;  5 აგვისტოს ანსამბლი „დიდგორი“;  12 აგვისტოს ანსამბლი „იალონი;  19 აგვისტოს დავით ნოზაძე და ნეკა სებისკვერაძე;  20 აგვისტოს რომა რცხილაძე და Paul Rimple;  26 აგვისტოს ანსამბლი „შავნაბადა“;  2 სექტემბერს ანსამბლი „თბილისი“; 9 სექტემბერს ანსამბლები „იამე“ და „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“, ხოლო 10 სექტემბერს ანსამბლი „ბასიანი“ ფესტივალს საზიმოდ დახურავს.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის განხორციელების მიზანი იმერეთის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კურორტ საირმეს, როგორც უნიკალური საკურორტო ზონის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობაა.

ფესტივალზე დასწრება უფასო იქნება და ის „საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ და კურორტ „საირმეს“ მხარდაჭერით ხორციელდება.



 

Print