ვიდეო
“ჩამკვდარი” პროექტები ქუთაისში – ექნება თუ არა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქს (Video)
2017 წელს 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ოთხ ქალაქში ჩატარდება, თუმცა არა ქუთაისში. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამის ერთ-ერთ მიზეზად ქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არარსებობა დასახელდა.
ქუთაისში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სასტუმროების რიცხვმა იმატა, მაგრამ ხუთვარსკვლავიანი არც ერთი მათგანი არაა.
დღეისათვის ქუთაისში მხოლოდ 2 ოთხვარსკვლავიანი, რამდენიმე სამვარსკვლავიანი და სხვა დანარჩენი საოჯახო სასტუმროებია.
ექნება თუ არა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქს? – ნახეთ ვიდეოსიუჟეტი

დეა მანაგაძე
Print