ვიდეო
“ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” - "ქუთაისიპოსტის" დისკუსია ხონში (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისიპოსტმა ხონის მუნიციპალიტეტში დისკუსია მოაწყო. შეხვედრას მოქალაქეები, ხონის მერი ლადო ჯურხაძე, სამსახურების წარმომადგენლები საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაესწრენენ.



შეშა, სასმელი წყალი,  ტრანსპორტის პრობლემა სოფლებში, სასაფლოებოს მოვლა-პატრონობა, მედიკამენტებისა და სხვადასხვა სოციალური საკითხები - ამ და სხვა საკითხებზე იყო საუბარი ქუთაისიპოსტის მიერ  ხონის მუნიციპალიტეტში მოწყობილ სადისკუსიო შეხვედრაზე "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ".

"რამდენი თვეა, ვცდილობ ქალაქის მერთან შეხვედრას, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა. ეს შეხვედრა  რომ არ ყოფილიყო, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვყოფილიყავი უპასუხოდ. მერისგან მივიღეთ კონკრეტული პასუხი, რომ  ჩვენს საცხოვრებელში, სადაც წლებია წყლის მიწოდები პრობლემა გვქონდა, მოგვიგვარებენ", - განმარტა შეხვედრის დასრულების დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მოქალაქემ მარინა მაგანაძემ.  

დისკუსია "ქუთაისიპოსტის" რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში იმართება, რომელიც იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.


გთავაზობთ ხონის მუნიციპალიტეტში გამართული დისკუსიის ვიდეოჩანაწერს:

Print