ვიდეო
27 წლის მსოფლიო ჩემპიონი ქუთაისიდან (ვიდეო)
FaceBook
თავისუფალი სტილით მოჭიდავე  ბექა ლომთაძე  27 წლისაა და უკვე მსოფლიო ჩემპიონია. ასევე, მის ანგარიშსზეა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონობა და  სამგზის მსოფლიო ვიცე ჩემპიონობაც.
ქუთაისელი სპორტსმენი ამბობს, რომ   მსოფლიო აღიარებამდე დიდი და შრომატევადი გზა გაიარა. 


"ჭიდოაბა ისეთი სპორტის სახეობაა, ყოველთვის ვერ მოიგებ, წაგებაც აძლერებს ადამიანს, აქედან გამომდინარე, მეც ბევრი წაგება მქონდა 4-ჯერ დავმარცხდი ფინალში მაგრამ თავი არასდროს დამინებებია, პირიქით უფრო მეტს ვვარჯიშობდი, უფრო ვინდომებდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ შეგიძლია ჩემპიონი გახდე თუ მოინდობთქო '', - ამბობს ბექა ლომთაძე.


თავისუფალი ჭიდაობა ოჯახის  ტრადიციაა, რადგან მამაც და ძმაც მოჭიდავე ჰყავს. ამბობს, რომ სწორედ, მამამ ურჩია სპორტით დაინტერესებულიყო. 

"თავიდან მომწონდა და ვერთობოდი, მაგრამ შემდეგ ჩემი ცხოვრების წესი გახდა", - აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონი.



Print