ვიდეო
“ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” - "ქუთაისიპოსტის" დისკუსია ზესტაფონში (ვიდეო)
FaceBook

წყლის პრობლემა, სოფლებში მგლების შემოსევა, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებში კანალიზაციისა და გაზის გამათბობლის შემოწმება

- ამ და სხვა საკითხებზე იყო საუბარი ქუთაისიპოსტის მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოწყობილ სადისკუსიო შეხვედრაზე "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ". 

ადგილობრივ მოსახლეობას ზესტაფონის მერიის სამსახურის უფროსები, საკრებულოს კომისიის წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები შეხვდნენ.

 

"კარგია ასეთი სახის დისკუსიები, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტიც აწყობს ხოლმე შეხვედრებს. თუმცა, მოქალაქეებიც უნდა შეეჩვიონ, რომ მათი ხმაც და მონაწილეობაც მნიშვნელოვანია პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში", - განმარტეს დისკუსიაში მონაწილეებმა.

დისკუსია "ქუთაისიპოსტის" რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში იმართება, რომელიც იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.


გთავაზობთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართული დისკუსიის ვიდეოჩანაწერს:



Print