ფოტო
"არა მიშას'' - აქცია კვერცხებითა და ცოცხებით (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქართული ოცნების აქტივისტებმა ,გაერთიანებული ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან კვერცხები და ცოცხები მიიტანეს.









ნაციონალური მოძრაობის ოფისის შესასვლელი


მთავარი ბანერი აქცია-მსვლელობაზე





"ქართული ოცნების" აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა "არა მიშას" სახელწოდებით აქცია-მსვლელობა თეთრი ხიდიდან დაიწყეს. მათ გაერთიანებული ოპოზიციისა და  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს ცოცხები   და კვერცხები დაუშინეს. ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.

პირველად ოპიზიციური პარტიების ოფისებზე თავდასხმა 29 ნოემბერს მოხდა. "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. მათ შენობასთან ცოცხებიც მიიტანეს.

მანამდე "გაერთიანებული ოპოზიციის"წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების"ოფისი დააბოქლომეს,რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაიმსხვრა პარტიის შენობაში არსებული შუშა.


მომხდარიდან მეორე დღეს, 30 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში დახურული თათბირი გაიმართა. შენობაში იმყოფებოდნენ მერიის ააიპებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.
შეხვედრიდან გამოსულები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობდნენ, რომ შტაბში ერთმანეთის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ,  თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ იქ მოხდა დღევანდელი აქციის დაგეგმვა.
Print
თეგები: #აქცია