ინფოგრაფიკა
საახალწლო ხარჯები ქუთაისში (ინფოგრაფიკა)
FaceBook
ქუთაისის მერია ადგილობრივი ბიჯეტიდან ახალი წლის სხვადასხვა ღონისძიებებისთვის 41 900 ლარს დახარჯავს.

ამ თანხაში გათვალისწინებულია რეაბილიტირებულ უბანსა და ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა, რასაც 21 900 ლარი მოხმარდება. თანხის დარჩენილი ნაწილი კი 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით გამართული
გალაკონცერტისთვის სცენის, განათებისა და გახმოვანების აპარატურის დამოტნაჟებას მოხმარდება.

საახალწლო ღონისძიება ფეირვერკით დასრულდება, რაზეც მერიამ 13 000 ლარად შეფასებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. თუმცა,  გამარჯვებულ კომპანია "ქოლორფულ სფირითსთან" ხელშეკრულება, საბოლოოდ, 5 040 ლარზე გაფორმდა.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი თანხა თვითმმართველობამ საახალწლო განათებებისთვის დახარჯა, რაც ჯამში 334 000 ლარს შეადგენს. აქედან, ძველი მანათობლების დამონტაჟებაზე 51 000 ლარი, ახლის შესყიდვაზე კი 238 000 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება სადღესასწაულო საჩუქრებს, ქუთაისის მერია მათ ახალი წლისთვის სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს გადასცემს. სოციალურად დაუცველი 2 000 ბენეფიციარის სასურსათო ნობათებისთვის 49 980 ლარი დაიხარჯა. ასევე, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების 6 ცალი სასაჩუქრე კალათი და 1500 ნობათი დამზადდა, რასაც 11 700 ლარი მოხმარდა.

იხილეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული საახალწლო ხარჯების შესახებ ინფოგრაფიკა:

Print