კულტურა
ქუთაისში ევროკავშირის კინოფესტივალი 20 თებერვალს გაიხსნება
FaceBook
20 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით "ევროკავშირის კინოფესტივალი 2015" გაიმართება.
აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში. რომელშიც პროექტის მონაწილე პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი მეორედ ტარდება საქართველოში და შესაბამისად, ქუთაისშიც და მასზე ევროპელი რეჟისორების ცხრა ფილმი იქნება წარმოდგენილი.
"ფესტივალში ჩართული ფილმები იმ ღირებულებების, ასევე, პრობლემების გაცნობის შესაძლებლობას იძლევა, რაც დგას დღეს ევროპაში. ფილმები ერთგვარი სახელმძღვანელოს ფუნქიასაც იღებენ, რადგან მათში ისეთი საკითხებია ასახული, რაც ევროპამ უკევ გაიარა, რა პრობლემებიც დაძლია, თუმცა ეს პრობლემები გვიდგას დღეს ჩვენ", – აღნიშნა კინომცოდნე თამთა თურმანიძემ.
ფესტივალის ფარგლებში ფილმების ჩვენება ქუთაისის გარდა კიდევ 4 ქალაქში მოეწყობა. ფილმები სხვადასხვა ჟანრის, როგორც დოკუმენტური ასევე ანიმაციური იქნება. ჩვენებების შემდეგ დისკუსიები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მოწვეული კინომცოდნეები მიიღებენ.
ამ ფილმების უმეტესობა პირელად იქნება ნაჩვენები საქართველოში. მათზე დასწრება უფასოა.
ფილმების ჩვენება წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყობა.
კინოსეანსები 20 თებერვალს დაიწყება 18:30 საათზე.
ფესტივალის მხარდამჭერია ქუთასიის მერია.

ეკა კუხალაშვილი
Print