სოფლის მეურნეობა
ფერმერებს აგრობარათზე ქულები აღარ დაერიცხებათ
FaceBook
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ, წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე აგრობარათის საკითხი არ განიხილება.

ფერმერებს, აგრობარათზე ბოლოს ქულები 2020 წელს დაერიცხათ და მათი გამოყენების უფლება 2021 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ.

2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო პროგრამით, აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდია 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარი იყო.  ერთი ქულა ერთ ლარს უდრიდა. ქულებით შესაძლებელი იყო სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

პროგრამაში 246 ათასი ფერმერი იყო ჩართული, დარიცხული სუბსიდიის რაოდენობა კი 32 მილიონ ლარს აჭარბებდა.
Print