ახალი ამბები
კომპანიას, რომელიც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანას აშენებს, მიწა ერთ ლარად გადაეცა
FaceBook

კომპანია „ბიგ სერვისმა“ ქუთაისში,  ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისთვის 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ მიიღო.

ეკონომიკის სამინისტრომ,  კომპანიას  მიწა და  მასზე განთავსებული  შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბიგ სერვისმა“  ქონება მიმდინარე წლის 27 მაისს გადაიფორმა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ  მიწის ნაკვეთთან ერთად მას უსასყიდლოდ გადაეცა 20-ზე მეტი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, ნანგრევები. კომპანიისთვის გადაცემულ ქონებაში შედის  აეროპორტის ასაფრენი ზოლიც.



ქუთაისიპოსტმა „ბიგ სერვისისთვის“   ყოფილი აეროპორტის ტერიტორიის გადაცემის შესახებ  საქართველოს მთავრობის განკარგულებაც მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ მხოლოდ საპრივატიზაციო თანხა უნდა გადაიხადოს, რაც ჯამში 99 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელმა  ადგილზე ორი წლის ვადაში  უნდა ააშენოს  საწარმო, რომელიც გათვლილი იქნება სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაასაქმოს  300 ადამიანი.

კომპანიამ ქუთაისის მერიას უკვე წარუდგინა პროექტის განაშენიანების გეგმა და ახლა მშენებლობაზე ნებართვის მიღებას ელოდება.

მერიის არქიტექტურის სააგენტოს უფროსი, რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ კომპანიას პროექტი ჯერ მხოლოდ 12 ჰექტარზე აქვს წარმოდგენილი, რაც  ექვს თვეს მოიცავს. ამ ვადაში მისი თქმით,  „ბიგ სერვისმა“ სამი შენობა უნდა ააშენოს, სადაც ჩინური მოდელის ავტომანქანების აწყობას დაიწყებს.

„პირველ ეტაპზე ხდება სამი  შენობის განთავსება, ეს არის ადმინისტრაციული, ავტომანქანების ასაწყობი შენობა და  სარეკრეაციო. თავდაპირველად  მოხდება მხოლოდ აწყობა  და ეს იქნებ ჩინური მოდელები, საწყის ეტაპზე  200 ავტომობილი,  შემდეგ კი დაიწყება  ქართული მოდელის წარმოება.   ქარხანაც და მანქანებიც  იქნება ენერგო ეფექტური.   პროექტი არის დახვეწილი, სრულყოფილი და ყველა ინსტანცია აქვს გავლილი, რაც საჭიროა“,-განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.



ინდუსტრიულ ჯგუფში "აიგრუპი", რომლის იურიდიული სახელწოდებაცაა "ბიგ სერვისი", არ აკონკრეტენ რა რაოდენობის ინვესტიციის განხორიციელებას გეგმავენ ქუთაისში. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ საწარმოს სრულად გამართვას სამი წელი სჭირდება.  

„ინვესტიციის შესახებ სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია პროექტის დასრულებისას გვექნება. ქარხნის სრულად გამართვას კი სჭირდება ერთიდან სამ წლამდე. დამზადებულია საქართველოში  ნიშნავს  ადგილზე 60 %-ის წარმოებას,  რასაც ამ ვადებში მივაღწევთ“,-აცხადებენ კომპანიაში.



ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არსებული აეროპორტი თითქმის სამი ათეული წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. ობიექტი, საიდანაც ყოველდღიურად 18 ავიარეისი სრულდებოდა 1991 წელს დაიხურა.


როგორ გამოიყურება ყოფილი აეროპორტის ტერიტორია დღეს, ნახეთ ვიდეო:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.