ახალი ამბები
მაღალჩინოსნების დამალული ქონება -TI-ს კვლევა
FaceBook

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.


არასამთავრობო ორგანიზაციამ,  სხვადასხვა კომპანიებში,  მაღალი რანგის საჯარო მოხეელების ბიზნესწილები იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში შეისწავლა. კვლევაში სულ 9 თანამდებობის პირი მოხვდა.


არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისში მერის მოადგილის, იუზა უგულავასა და საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და დაადგინა, რომ ორივე მათგანი კანონდარღვევით მართავს   ბიზნესწილებს სხვადასხვა კომპანიებში.

კვლევის მიხედვით, იუზა უგულავა ამ დრომდე განკარგავს  მის  50%-იან წილს შპს „უიკოში“ და თანამდებობაზე ყოფნის მიუხედავად მართვის უფლება არავისთვის გადაუცია.


მართვის უფლება არ დაუთმია არც ნიკოლოზ ლატარიას მის ოთხ კომპანიაში. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ  შპს „ნიკოილი თერჯოლაში“ 50%-ს ფლობს,  40%-ის მფლობელია შპს „გიოში“,  კომპანიის 100% აქვს შპს „ნიკოილი 9“-ში, ხოლო შპს „ფრეშ ფუდში“ 55%-ს განკარგავს, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად,  მას არც ერთ კომპანიაში მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია.


დირექტორისა და მმართველის პოზიციას ინარჩუნებენ საკუთარ კომპანიებში ხონის მერი, ლადო ჯურხაძე, წყალტუბოს მერის მოადგილე ზაურ მაისურაძე  და ბაღდათის მერის მოადგილე, ფირუზ ჯურხაძე. ფირუზ ჯურხაძეს დეკლარაციაში საერთოდ არ აქვს მითითებული, რომ შპს „ჯორჯია სეთ კომპანი2“-ში 15%-ს ფლობს. ზესტაფონის მერის მოადგილემ კი დეკლარაციაში ის ორი კომპანია საერთოდ არ მიუთითა, სადაც 50%-იან წილებს ფლობს.

ბაღდათის  მერის  მოადგილე არასრულად შევსებული დეკლარაციისთვის ერთხელ უკვე დაჯარიმდა 1000 ლარით. ამჯერად კი ამბობს, რომ დაჯარიმების შემდეგ მან აღნიშნულ  კომპანიაში  წილი გაყიდა.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს  დოკუმენტაციის გადაფორმების პროცესი,  რაც სავარაუდოდ დეკემბრის ბოლომდე დასრულდება",-აცხადებს ფირუზ ჯურხაძე.


ზესტაფონის მერის მოადგილე, დავით მაღრაძე  კი   ამბობს, რომ არც ერთი კომპანია არ ფუნქციონირებს და დეკლარაციაშიც ამიტომ არ მიუთითა.


“საქმეს რომ დაიწყებ და არ გამოგივა, ასე მოხდა. დიდი ხნის წინ დავაფუძნე ეს კომპანიები, მაგრამ არც ერთ მათგანს არც ერთი დღე არ უმუშავია. ბეჭდებიც არ მახსოვს სად არის. არ ერთი თეთრი არ მიმიღია მაგ კომპანიებიდან. აღარც მახსოვდა მაგთი არსებობა“,-ამბობს დავით მაღრაძე.


ქონება დამალა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ფანჩულიძემაც. მან დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ  შპს „იმერეთი 2016“-ში  100%-იანი წილის მფლობელია.


ქონებრივი დეკლარაციები არასრულად შეავსეს  ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან გიორგაძემ. მათ დეკლარაციებში არ მიუთითეს, რომ მათი მეუღლეები წილებს ფლობენ კომპანიებში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.