ახალი ამბები
ზესტაფონის ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარზე მეტია
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ე.წ. შავ ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

როგორც ბაზრის მეპატრონე ცეზარ მაღლაკელიძე "ქუთაისპოსტან" საუბარში ამბობს, 1 700 000 ლარი მოვაჭრეების საქონლის, ხოლო 500 000  ლარი შენობა-ნაგებობის ზარალია.

ზესტაფონში ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ე.წ. შავი ბაზარი  შპს "საირხეს" ეკუთვნის. ორგანიზაცია 6000-მდე ჰექტარ ტერიტორიას ფლობს. ხანძარმა 1000 კ.მ-მდე ფართობზე განლაგებული სავაჭრო ობიექტები მთლიანად გაანადგურა.

ცეზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ტერიტორია 97 ინდმეწარმეს ჰქონდა იჯარით აღებული. ცეცხლის გჩენის გამო 42-მა მოვაჭრემ საქონელი სრულად , ხოლო დანარჩენმა  ნაწილობრივ იზარალა.

"მხოლოდ ერთი სათხოვარი მექნება მთავრობისთვის, რომ დაზარალებულებს მიაქციონ ყურადღება. სესხები ბანკებიდან აქვთ გამოტანილი და ცოდვები არიან. არ მაქვს საუბარი ჩემს თავზე", - ამბობს ცეზარ მაღლაკელიძე.

ზესტაფონის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს ზარალის ანაზღაურება საკმარისი ფინანსების არქონის გამო არ შეუძლია და მთავრობის დახმარების იმედზე არიან.

ზესტაფონის ბაზარში შემთხვევა 2 აგვისტოს, ღამით მოხდა. ადგილზე ხანძარს ზესტაფონის, ქუთაისის, თერჯოლისა და  ხარაგაულის სახანძრო -სამაშველო სამსახურები ერთდროულად აქრობდნენ.





Print