ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩევლები - ვინ რა რჩევას აძლევს შოთა მურღულიას
FaceBook
ქუთაისის მერს შოთა მურულიას სამი მრჩეველი ჰყავს. მამუკა კუბლაშვილი, ზურაბ ხურციძე და მამუკა ჭონიშვილი ქალაქის პირველი პირის მრჩევლად სამთვიანი საგამოცდო ვადით არიან დანიშნულები.  მამუკა ჭონიშვილს მერისთვის მოსახლოებასთან შეხვედრის საკითხებში ევალება რჩევების მიცემა, ზურაბ ხურციძეს - არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში და მამუკა კუბლაშვილს ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში. მათი საგამოცდო ვადა აპრილში იწურება. 
კანონმდებლობის მიხედვით, მერის მრჩევლები კონსულტაციას უწევენ ქალაქის პირველ პირს, ასევე, ისინი ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიხედვით, მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავას და ათავისუფლებს ქალაქის მერი.
ქუთაისის მერის მრჩევლის ხელფასი 1200 ლარს შეადგენს. 
თეკლე მორგოშია
Print