ახალი ამბები
სამტრედიაში გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ
FaceBook
სამტრედიის სოფელ საჯავახოში სამი დღის წინ დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.

როგორც ქუთაისიპოსტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  განუცხადეს, მამაკაცის ძებნაში  აჭარიდან ჩამოვანილი მყვინთავთა  ჯგუფი ჩაერთო. 

სოფელ საჯავახოში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი 30 ნოემბერს გაუჩინარდა. მისი  ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს. 
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით შევიდა.

მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




ამავე თემაზე:



სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

სამტრედიაში, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა
Print