ახალი ამბები
ქუთაისის მერია, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს, მის მიერვე შერჩეულ კომპანიას დაავალებს
FaceBook

ქუთაისის მერია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს.


ქალაქში, მშენებარე და მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილი ობიექტების კანონთან შესაბამისობას,  ისევ მერიის მიერ შერჩეული კომპანია შეამოწმებს.


საზედამხედველო კომპანიას ადგილობრივი თვითმმართველობა  ტენდერის გზით შეარჩევს და მას ერთ მილიონ ლარს გადაუხდის.


შერჩეული  კომპანია მხოლოდ იმ ობიექტებს შეამოწმებს, რომლის ღირებულებაც   50 000 ლარს აჭარბებს.  შემოწმდება მშენებლობის მიმდინარეობა მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებსა და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის მიხედვით.

კომპანიამ, კონკრეტულ ობიექტზე  ტექნიკური ზედამხედველობა უნდა დაიწყოს მშენებლობის დაწყების შესახებ მერიის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან სამ დღეში.


დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,  ქუთაისის მერია უფლებამოსილია სამუშაოები  არ ჩაიბაროს.

Print