ახალი ამბები
„გერმანელები აღარ გამოჩენილან“ - ქუთაისის მერი ინვესტორის გარეშე დარჩენილ „ტორპედოზე“
FaceBook

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ „ტორპედოს“ ინვესტირებასთან დაკავშირებით ყველაზე რეალური ინვესტორები იტალიელები არიან, რომლებთანაც მერია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.


რაც შეხება გერმანულ ჯგუფს „აინტრახტს“, რომელიც კლუბის 20 წლიანი იჯარით აღებას გეგმავდა, ქალაქის მერის თქმით, ინვესტორთა ჯგუფმა ქალაქის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია გაწყვიტა.


„გერმანელები ერთი კვირაა აღარ გამოჩენილან. ახლა უკვე ვმუშაობთ იტალიელ ინვესტორებთან, რომლებთანაც გავდივართ კონკრეტულ საკითხებს. ჩვენ,  მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ, თუმცა,  მიმაჩნია, რომ ყველაზე რეალური იტალიელები არიან“, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


"ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია. ორი წლის შემდეგ  კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა.



ამავე თემაზე:


ფრანკფურტის “აინტრახტი”  ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობს

"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს"

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

Print
თეგები: #ტორპედო